ირაკლი ღარიბაშვილი ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნინო გვენეტაძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს. “მინდა ქალბატონ ნინო გვენეტაძეს მივულოცო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და ვუსურვო წარმატებები. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო პოსტია დემოკრატიული ქვეყნებისთვის. იმედი მაქვს, ნინო გვენეტაძის თავმჯდომარეობით უზენაესი სასამართლოს მიმართ გაჩნდება საყოველთაო ნდობა და პატივისცემა, რაც ასე აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის“,-აღნიშნავს პრემიერი.