ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული განცხადებები რეაგირების გარეშე დატოვონ

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მათი მისამარით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები რეაგირების გარეშე დატოვონ და განცხადებების პათოსი უკრაინის ხელისუფლების პოზიციად არ აღიქვან. ძაბირაძე “კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სურვილია, არ დაკარგოს აქტუალობა საქართველოს პოლიტიკიაში და სწორედ მწვავე განცხადებებით ცდილობს ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას.
“საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოს მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს და მისი მხრიდან წამოსული კრიტიკა უკრაინის მთვრობის პოზიციად არ უნდა აღიქვას. მართალია, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელძღვანელია,თუმცა ის არ არის უკრაინის რომელიმე უწყების თანამდებობის პირი. სააკაშვილს დღეს ხელს აძლევს, რომ არ დაკარგოს აქტუალობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მის ინტერესებში შედის ის, რომ მის განცხადებეზე კომენტარები აკეთონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. თუ ჩვენს მოქმედ ხელისუფლებას არ სურს სააკაშვილის თამაშს აჰყვეს მის განცხადებებს იგნორირება უნდა გაუკეთოს“,-აღნიშნა ძაბირაძემ “კვირასთან“ საუბრისას.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, გუშინ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან რუსეთსა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების საკითხის კომენტირებისას საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ჩამოვარდეს რუკიდან, რადგან, პრაქტიკულად, გაგვაცალკევეს უკრაინისგან. სადაც ახსენებენ უკრაინას, იქ აღარ ხდება საქართველოს ხსენება და ეს შეგნებულად გააკეთა ხელისუფლებამ. ჩვენ მივიღეთ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია, რომელზეც საქართველოს მთავრობის რეაქცია, რომ ეს ქაღალდი არაფერს არ ნიშნავს, რბილად რომ ვთქვათ, არის უცნაური. ქაღალდი, რა თქმა უნდა, უკანონოა, მაგრამ ეს არის დაგვირგვინება იმის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ფაქტობრივად აღარ ეხმაურება ამ საკითხს. რუსეთის წინააღმდეგ ცხინვალის ანექსიის გამო სანქციები არ არის შემოღებული იმ პირობებში, როცა უკრაინის თემაზე ეს მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ, პრაქტიკულად, ბოლო მექანიზმებს ვკარგავთ. ერთი მხრივ, სოხუმის აეროპორტს ხსნის რუსეთი, მეორე მხრივ კი, ყირიმის აეროპორტები დაკეტეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მე ვერ ვხედავ რეაქციებს ავიაკომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც სოხუმში უკვე დაფრინავენ ან აპირებენ ფრენას. ვერ ვხედავ ვერაფერს იმას, რაც მოქმედებს უკრაინასთან მიმართებაში. მართლა ძალიან გეგმაზომიერი, მავნებლური ქმედებები უნდა განგეხორციელებინა, რომ ვერ მოგეხერხებინა იმავე ნაკადში მოხვედრილიყავით, რაშიც უკრაინა. ვირეშმაკობით არ კეთდება საქმე. საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან და როგორმე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის გამოსასწორებლად”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
იგი ბრიუსელში იმყოფება, სადაც “ევროპის სახალხო პარტიის” ყრილობაში მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები