ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის ოფისისთვის ავეჯის შეძენის ფაქტს გამოეხმაურა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის ოფისისთვის ავეჯის შეძენის ფაქტს გამოეხმაურა.
ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი 44 სკამის ფასს ერთის ფასად ასახელებდნენ.
“რეალურად იქ ძალიან დაბალი ფასი იკვეთება, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” დროს ნახეთ, იგივე პრემიერისთვის როგორ ჰქონდათ წინასწარ ნაყიდი ავეჯი და საწყობებში ეწყოთ გაურემონტებელი შენობისთვის. შეადარეთ, ვინ ვის აკრიტიკებს, ირმა ნადირაშვილი ბედავს, მაგრამ ნორმალურია. სიცრუის უფლება ყველას აქვს და, საუბედუროდ, ცრუობენ. მე მოგიწოდებთ, სიცრუის ნაცვლად იღვაწოთ და ქვეყნის ოპოზიციაში ნუ გადახვალთ იმის გამო, რომ დროზე ადრე გსურთ ხელისუფლება დაამხოთ და ეს სჭირდება ერთ-ორ ადამიანს”, – განაცხადა ივანიშვილმა.