თბილისის საკრებულოში დეპუტატებმა გაზეთ „100 მწერლის“ გამოცემის ხელშეწყობასა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიის წევრებმა, კერძოდ, იმსჯელეს გაზეთ „100 მწერალის“ გამოცემის ხელშეწყობაზე, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის მემორიალის პროექტის განხორციელებაზე, რომელიც თბილისში, მისივე სახელობის ქუჩაზე განთავსდება. განიხილეს ასევე, თბილისის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ფუნქიონირების ხელშეწყობის საკითხი. გარდა ამისა, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ წარმოდგენილ პროექტებზეც იმსჯელეს. აღნიშნული პროექტები, თეატრალური სპექტაკლების, საქველმოქმედო კონცერტებისა და ფესტივალების ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. პროექტებს კომისიის წევრებმა უახლოეს ბიუროს სხდომაზე გასასვლელად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები