მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი მიულოცავენ
21 მარტს, 11 საათზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს მიულოცავენ – ამის შესახებ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. გიორგობიანის ინფორმაციით, ღონისძიება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოში, წითელ ხიდზე გაიმართება.