ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ ბანკს წერილი მისწერა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით ჩარევა დააგვიანა და მოახერხა, ეს პროცესი აჟიოტაჟში გადაეტანა. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც განმარტა, თუ რას გულისხმობდა მის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაში, რომ „ლარის კურსი ჯანსაღად იქცევა“.
„როდესაც მე ვთქვი, რომ ჯანსაღად და კარგად იქცევა ლარი, ამის შემდეგ გავაკეთე განცხადება, რომ სუსტი ეკონომიკა გვაქვს. შემდეგ წერილი მივწერე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ვიყავი სრულიად თანმიმდევრული. როდესაც დაიწყო რყევები, ლარი მოიქცა ძალიან ჯანსაღად. როდესაც ლარი დაეცა და გაუფასურდა დოლართან, მაშინ ეკონომიკას და ეროვნულ ბანკს მივაწერე ეს ყველაფერი, თუმცა ეროვნულმა ბანკმა დააგვიანა და მოახერხა ეს ყველაფერი აჟიოტაჟში გადაეტანა. მაშინ მე ეროვნულ ბანკს სწორი შენიშვნა მივეცი და ეს იყო აბსოლუტურად თანამიმდევრული”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, პროცესები, რომლებიც ახლა ლართან მიმართებაში ვითარდება, ნორმალურია.
“ორი ლარის ფარგლებში ლარის მერყეობა შესაძლებელია, რადგან პროცესები ჯერ რეგიონში არ დალაგებულა”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.