ნინო გვენეტაძემ პარლამენტის წინაშე ფიცი დადო

უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ პარლამენტის წინაშე ფიცი დადო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში მისი უფლებამოსილება ძალაში შევიდა.
ფიცის დადების ცერემონიალი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და პარლამენტის შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა.
პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძე 88 ხმით, ერთხმად აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები