როლანდ ახალაიას პროკურორ ირაკლი ჩილინგარაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი როლანდ ახალაია პროკურატურის თანამშრომლს ირაკლი ჩილინგარაშვილს ცილისწამებაში. ახალაიას მის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.
„პროკურატურის ერთ-ერთი განყოფილების გამგე პროკურატურის სახელით წერილს აგზავნის საბერძნეთის სასამართლოში, წერდა ტყუილებს, რომ ჩემი და ჩემი შვილის სამართლებრივი მდგომარეობა დამძიმებულიყო. კერძოდ, იქ უწერიათ, რომ მე ვაწარმოებდი გამოძალვას ვიღაც პირების მიმართ და ამას დადასტურებით უგზავნიან საბერძნეთის სასამართლოს. მე ეს დოკუმენტი ჩავაბარე ადგილობრივ სასამართლოს. ეს ადამიანი არის ჩილინგარაშვილი“, – ამბობს ახალაია.
შეგახსენებთ, რომ როლანდ ახალაია საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ახალაიას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისთვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.