„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ჩემთვის, ბრძოლა დამთავრდა ჩემი გამარჯვებით“

დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ჩემთვის, ბრძოლა დამთავრდა ჩემი გამარჯვებით, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი მზად არის, სასამართლო რეფორმის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.
„პირველი ნაბიჯები, – ეს არის სასამართლო რეფორმების გაგრძელება და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის ბრძოლა, ადამიანის უფლებების პრიორიტეტზე დამყარებული სამართალწარმოება, რაც მოითხოვს როგორც ჩემი, ასევე სამოსამართლეო კორპუსის ძალისხმევას, რაც საბოლოოდ უნდა მოემსახუროს ადამიანების ნდობის დაბრუნებას სასამართლო ხელისუფლებისადმი. სამართლიანობის კუთხით, დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ. ვგრძნობ მაღალ პასუხისმგებლობას. მე და ჩემი კოლეგები ვიბრძოლებთ სამართლიანობისათვის. დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ჩემთვის, ჩემი ბრძოლა დამთავრდა ჩემი გამარჯვებით და კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც საზოგადოების წინაშე დამეკისრა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები