კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინირებით ოზურგეთში შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინირებით საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მასმედიაში გამოქვეყნებული რამდენიმე პუბლიკაციის გამო შედგა, სადაც ავტორები ავრცელებდნენ ინფორმაციას რეგიონში ქიმიურ-რადიაციული ნარჩენების არსებობის შესახებ, რაც, მათი თქმით, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას იწვევს.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა, მოსახლეობას გააცნეს მათ მიერ ჩატარებული კონკრეტული ღონისძიებების შედეგები. ასევე, წარმოადგინეს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, სადაც ფიქსირდება, რომ რეგიონიდან ქიმიური ნარჩენების გატანა სრულად მოხდა 2002 წელს, რადიაციული ფონი არ აღემატება დასაშვებ ნორმას, ქიმიურ ან რადიაციული დაბინძურების ახალი წყარო აღმოჩენილი არ არის, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა 2013-2014 წლებში ტერიტორიის განმეორებითმა შემოწმებამ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საზოგადოებას გააცნო ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელმაც დაადასტურა, რომ 2006 წლის შემდეგ რაიონში ონკოლოგიური დაავადებების კლება აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები