12 წლის შემდეგ, მარტის მეორე ნახევარში, თბილისში პირველად მოთოვა
თბილისში, 12 წლის შემდეგ, მარტის შუა რიცხვებში, დღეს პირველად ითოვა. დღემდე, მარტის მეორე ნახევარში, ბოლო თოვლი 2003 წლის 19 მარტს დაფიქსირდა.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის განყოფილების უფროსმა ლიანა ქართველიშვილმა განუმარტა, თბილისში გაზაფხულზე, მარტის პირველ რიცხვებში არაერთხელ უთოვია, თუმცა გაზაფხულის თვის შუა რიცხვებში დედაქალაქში თოვა ხშირი მოვლენა არ არის.
„მარტის პირველ რიცხვებში თბილისში თოვლი დაფიქსირებულა, თუმცა მარტის შუა რიცხვებში 2003 წლის 19-20 მარტს თოვდა. მას შემდეგ კი თოვლი მარტის პირველ რიცხვებში დაფიქსირდებოდა ხოლმე. მაგალითად, 2012 წლის 4 მარტს იყო ძლიერი თოვლი, ასევე 2006 წლის 10 მარტს ითოვა“, – ამბობს ლიანა ქართველიშვილი.