საგადასახადო დავების საბჭოს წევრებმა 10 საჩივარი განიხილეს

გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დასაცავად და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო დავების განხილვას რეგიონებში განაგრძობს. – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსსამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მორიგი გასვლითი სხდომა მინისტრის, ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხის გადამხდელთა მომსახურების სერვის-ცენტრში გაიმართა. საბჭოს წევრებმა 10-მდე გადამხდელის საჩივარი განიხილეს. საგადასახადო დავების განხილვა რეგიონებში ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც, დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა. აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შედეგად, რეგიონების მაცხოვრებლებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შემოტანილი საჩივრების განსახილველად აღარ სჭირდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა, რაც მათ დანახარჯების შემცირებისა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს. დავების განხილვის საბჭოს გასვლით სხდომებს ფინანსთა სამინისტრო კონკრეტული რეგიონიდან შემოსული საჩივრების რაოდენობის მიხედვით მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები