ვახტანგ გომელაურმა “თავისუფალი თაობის” დაჯარიმების შესახებ კომენტარი გააკეთა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა “თავისუფალი თაობის” წევრების დაჯარიმების შესახებ კომენტარი გააკეთა.
“გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ვიცი, რამდენჯერმე მოხდა მათი დაკავება. ისინი იხდიან ჯარიმას, რაც კანონით დადგენილია და ჩვეულებრივად გამოდიან”, – განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, დაბა ასპინძაში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს შენობის გახსნაზე იმყოფებოდა.