ვახტანგ გომელაური 21 მარტს დაგეგმილ დემონსტრაციაზე ექსცესებს არ ელოდება

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 21 მარტს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ დემონსტრაციაზე ის ექსცესებს არ ელოდება. მისი განცხადებით, აქციამ მშვიდობიანად უნდა ჩაიაროს, რადგან უწყება სათადარიგოდ ემზადება, რათა დემონსტრაცია ცივილიზებულად ჩატარდეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს აქცია. ასევე, რაიონებიდან ავტობუსით თუ მანქანებით თუ ჩამოვლენ, ყველანაირად ვეცდებით, როგორც წინათ გავაკეთეთ და დავეხმარეთ – ავტოსადგომებს მოვუმზადებთ, რომ საცობები არ შეიქმნას და კომფორტულად გადაადგილდნენ. ჩვენ არ ველოდებით არანაირ ექსცესს. ვფიქრობ, არც თვითონ აპირებენ ასეთი რაღაცის გაკეთებას. ჩაივლის ცივილიზებულად, წყნარად. ჩვენც მაქსიმალურად შევუქმნით კომფორტს“, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები