იტალიაში საქართველოს საკონსულო ბარიში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით დაინტერესდა
იტალიაში საქართველოს საკონსულო ბარიში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით დაინტერესდა და გამოძიებას მიმართა – ამის შესახებ „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საკონსულომ იტალიაში, ბარის პოლიციისგან უკვე გამოითხოვა ცნობები, რა ეპატზეა ამჟამად გამოძიება.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს საკონსულო ბარის პოლიციისგან მომხდარის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას უახლოეს დროში მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ 15 მარტს, 4 საათზე ქალაქ ბარიში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც 44 წლის ნონა ზარიძე ემსხვერპლა. „ქალბატონი საავადმყოფოში გადაყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა. მას თან ახლდა 22 წლის ქალიშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საკონსულომ საქართველოს მოქალაქეებისგან მიიღო.