გუდაური-კობის გზაზე მოძრაობა აღდგენილია

გუდაური-კობის გზაზე მოძრაობა აღდგენილია, თუმცა აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დასაშვები. ამ დროისთვის მოძრაობა თავისუფალია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებელი გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით ხორციელდება. რაც შეეხება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტის მოძრაობას გვირაბებში, ის ცალმხრივად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები