კურტანიძე: „პატრიოტთა ბანაკებში“ ახალგაზრდების უმსგავსო აღზრდა ხდებოდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ლუკა კურტანიძის შეფასებით, წლების განმავლობაში, „პატრიოტთა ბანაკებში“ ახალგაზრდების „უმსგავსო“ აღზრდა ხდებოდა. მისივე თქმით, წლების განმავლობაში ახალგაზრდების მიმართ მანკიერი მიდგომა არსებობდა. კურტანიძემ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორს, ირაკლი ჟორჟოლიანს კითხვებით მიმართა.
„წლების განმავლობაში, რამდენად მანკიერი იყო ახალგაზრდებისადმი მიდგომა, ეს კარგად ვიცით. რაღაც „პატრიოტთა ბანაკები“ და ახალგაზრდების უმსგავსო ზრდა იყო. იქ ახალგაზრდები არ ვიცით, რა კუთხით იზრდებოდნენ და ა.შ. ამ მხრივ, რა ცვლილებებია, შეიცვალა თუ არა სისტემა და ახალგაზრდები იზრდებიან თუ არა ეროვნული ღირებულებებით? ასევე მაინტერესებს, დამთავრდა თუ არა ახალგაზრდების ის უმსგავსო აღზრდა, რის შესახებაც ჩვენ კარგად ვიცით და ეს ერთად გამოვიარეთ“, – მიმართა კურტანიძემ ჟორჟოლიანს. ჟორჟოლიანმა განმარტა, რომ „პატრიოტთა ბანაკებს“ სახელი შეეცვალათ და მას „მომავლის ბანაკები“ ჰქვია, ახლა კი პროექტის გაჯანსაღება ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები