კახა კალაძე ახალგაზრდა, გლობალურ ლიდერად დაასახელეს
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პირველი ქართველი და პირველი ვიცე-პრემიერია, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა მსოფლიოს ახალგზრდა ლიდერად დაასახელა.
კახა კალაძე 2015 წელს ევროპის ახალგაზრდა 34 ლიდერს შორის ერთადერთი ქართველია და ის ამ ტიტულით, შემდგომი საქმიანობების მიუხედავად, 7 წელი ისარგბლებს.
საზოგადოების სამსახურში ყოფნა და საზოგადოების წინაშე ერთგულების ფართო დემონსტრირება, რეპუტაცია საზოგადოებაში, საჯაროდ აღიარებული წარმატება და 40 წლამდე ასაკი – ის მთავარი მახასიათებლებია , რატომაც არჩვენი მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა კახა კალაძეზე შეაჩერა.
„თქვენი ნომინაცია განისაზღვრა იმ პროფესიული მიღწევებით, თქვენი საზოგადოებასთან დამოკიდებულებით (ანგარიშვალდებულებიანობით) და იმ დიდი პოტენციალით, რომელიც გაგაჩნიათ მომავალი, უკეთესი მსოფლიოს მოდელის ჩამოყალიბების საქმეში შესატანი წვლილის კუთხით, რომელიც თქვენივე შთაგონებული ლიდერობით მიიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე გიხილავთ ფორმალურად ახალგაზრდა გლობალური ლიდერების საზოგადოებაში“, – აღნიშნულია ახალგაზრდა გლობალური ლიდერების ფორუმის დამფუძნებლის კლაუს შვაბისა და ფორუმის თავმჯდომარის ჯონ დატონის წერილში
გასულ წელს მსოფლიოს ახლაგზრდა ლიდერებს შორის მოხვდნენ კახა კალაძის გერმანელი კოლეგა, ენერგეტიკის მინისტრი ფილიპ როსლერი,სეიშელის კუნძულებისა და ახალი ზელანდიის ენერგეტიკის მინისტრები. 2014 წელს ეს ტიტული ერგო თეთრ სახლში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას თანაშემწეს ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების დარგში – ჰიზერ ზიჩალს.
მსოფლიოს ახალგზრდა ლიდერის ტიტული გასულ წლებში მიღებული აქვთ ისეთ წამატებული კოამპნიის მმართველებს, როგორიც არის Microsoft, Starbucks, Yahoo, Deloitte და ა.შ…