თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი „თავისუფალი დემოკრატების“ კითხვებს ”გრუზინულ პადხოდს“ უწოდებს

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი საკრებულოს დეპუტატების კითხვებს პასუხობს. თემურ ხომერიკს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ დახურულ სხდომაზე უსმენენ. ფრაქციას კითხვები აქვს იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელებაც თბილისში 2015 წელს იგეგმება.
„ჩვენ გვსურდა გასაუბრება და მიღებული პასუხებით ვიტყვით, ის ეფექტურია თუ არა, ჰქონდა ხელის შემშლელი პირობები, თუ არ ჰქონდა. შეკითხვები ეხება ყველა იმ სამუშაოს, რაც მას უნდა განეხორციელებინა 8 თვის განმავლობაში“, – აცხადებს ფრაქციის წევრი ლია ჯავახაძე.
ხომერიკის თქმით, 2015 წელს ყველა პროექტი შესრულდება და ის ამისთვის დამატებით ხარჯებს საკრებულოსგან მოითხოვს. ხომერიკი მის მიმართ არსებულ კითხვებს პოლიტიკურ კონიუქტურას და ოპონენტების პირად ინტერესებს უკავშირებს. „ეს ვიღაცას სჭირდება პოლიტიკური კონიუნქტურისთვის, რომ ის არ მუშაობს, ეს არ მუშაობს, მე ვმუშაობ იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესები თუ არ გაითვალისწინე, მიუღებელი ხარ. საქართველოა, გრუზინული პადხოდია. გუშინ საუკეთესო იყავი, დღეს მიუღებელი ხარ. ამიტომ ამაზე კომენტარსაც არ ვაკეთბ. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი პროექტი ძალიან საეჭვოდ იყო შეჩერებული“, – აცხადებს ხომერიკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები