დავით შავლიაშვილი ნოდარ ჯავახიშვილთან დაპირისპირებას უარყოფს

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით შავლიაშვილი მისი მოადგილის ნოდარ ჯავახიშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მათ შორის არანაირი გაუგებრობა არ არის და ჯავახიშვილის კომენტარი მედიამ დამახინჯებულად გადმოსცა.
მინისტრი უარყოფს უწყებაში კორუფციულ გარიგებებს ტენდერებთან დაკავშირებით.
„ტენდერები არ ჩაშლილა, სამინისტროს ძალიან მაღალი ათვისება აქვს, როგორიც არასდროს არ ჰქონია. რაც შეეხება ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებას, მან განმარტა, რომ ინტერვიუში მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ჟურნალისტების მხრიდან იყო უტრირებული”, – აცხადებს შავლიაშვილი. შეგახსენებთ, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში მინისტრის მოადგილემ საკუთარი ხელმძღვანელი გააკრიტიკა და ტენდერებთან დაკავშირებულ დარღვევებზეც ილაპარაკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები