კახა კალაძე: ვთვლი, რომ ეს იყო ” თავისუფალი ზონის” პროვოკაცია
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე “სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის” ამსახველი ფილმის ჩვენებას სკოლის მოსწავლეებისთვის მიუღებლად მიიჩნევს.
“ფილმი, რომელიც არის დოკუმენტების საფუძველზე შექმნილი რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია, რომ ნახონ სკოლის მოსწავლეებმა. აქაც მე ვთვლი, რომ ეს იყო პროვოკაცია “თავისუფალი ზონის”, გავრცელდა ფოტომასალები კონკრეტული პიროვნებების, ვისი წამოყვანაც სკოლებიდან თითქოს ძალდატანებით მოხდა, ეს ახალგაზრდები არიან “თავისუფალი ზონის” წევრები”,-განაცხადა კალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე რაიონში, ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსთვის” ორგანიზებულ “სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის” ამსახველ ფილმის ჩვენებას სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო და ინტენსიურად მუშაობს იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდნენ ბავშვები ფილმის ჩვენებაზე. უწყებაში აცხადებენ, რომ პროცესში რაიმე ფორმით უწყების წარმომადგენლები მონაწილეობის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი ზომები უმოკლეს დროში იქნება მიღებული.