„გორგიას” დირექტორთა საბჭოს წევრები ბიზნესმენ გია გორგოშაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაში ადანაშაულებენ
„გორგიას” დირექტორთა საბჭოს წევრები ბიზნესმენ გია გორგოშაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაში ადანაშაულებენ. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „გორგიას“ მეპატრონე 21 მარტს დაგეგმილ აქციას ფარულად აფინანსებს. „უბეჭდავს ჟურნალებს, ფლაერებს და პლაკატებს! მოკლედ, სერიოზული მოთამაშე აღმოჩნდა ბიზნესმენი გია გორგოშაძე. ცალი ხელით თამაზ თამაზაშვილის კარზე დარბის – ფინანსურია შემოსული და მიშველეთო, მეორე ხელით ჩუმად „ნაციონალებს“ აფინანსებს, ვაითუ, დაბრუნდნენ მთავრობაშიო. ვერაფერს ვიტყვით. ყვარყვარეც ამას ჰქვია!“ – აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, როგორც დირექტორთა საბჭოს წევრები აცხადებენ, საბჭომ და „გორგიაში” მომუშავე თანამშრომლებმა არაერთხელ ამხილეს გია გორგოშაძე დანაშაულებრივ სქემებში. „ნაციონალური მოძრაობის“ დროშებს არ უნდა ბეჭდავდეს ასეთი დამნაშავე ბიზნესმენი! გორგოშაძის მთავარი დანაშაული წინ “გველის“: მან ხელფასებად გაწერა 21 მარტის აქციისთვის გამოყოფილი თანხები და როცა დახმარების სათხოვნელად მივიდნენ, სწორედ ხელფასებად გაწერილი თანხები მისცა „ნაციონალების“ ძველ მეგობრებს! ძალიან მალე მის თაღლითურ სქემებს და მის დანაშაულთა სიას ვრცელი დასკვნით შეიტყობს მკითხველი. ისე კი, გია გორგოშაძის მიმართ თაღლითობების მუხლით საქმეს უკვე გენერალური პროკურატურა იხილავს“, – აცხადებენ „გორგიას“ დირექტორთა საბჭოში. მათივე ინფორმაციით, დირექტორთა საბჭო და იქ დასაქმებული ყოფილი კონსულტანტები სარჩელებს ამზადებენ „გორგიას” მეპატრონის წინააღმდეგ. „თაღლითურ სქემაში მონაწილეობს „ოცნების” დეპუტატი ქალი, რომელიც განსაკუთრებული დანაშაულის ჩამდენია, სერიოზული დარტყმის ქვეშ მოყვება თავად მაუდის ხელმძღვანელობაც! ამ დასკვნაში საიჯარო თანხების მაქინაციების თემაც დადასტურებულია გია გორგოშაძისა და მაუდის ხელმძღვანელობას შორის არსებული კონტრაქტით. კონკრეტულად სხვა იჯარაა გაფორმებული და სასაწყობე ფართი შოურუმადაა გადაქცეული, რისი უფლებაც არანაირად არ ჰქონდა „გორგიას”! უსაძირკვლო შენობას III სართული დაადგა და ხალხი მუშაობს იქ და არც იციან, რომ პატარა ბიძგის შემთხვევაში სიკვდილს შეხედავენ თვალებში…უძირო ტომარა- ასე შეარქვეს მუშებმა გია გორგოშაძეს… ჩვენ ველოდებით დასკვნებს ფინანსური სტრუქტურებიდან… გენერალური პროკურატურაც იწყებს ამ საქმეების ძიებას. დირექტორთა საბჭო აუცილებლად დაიბრუნებს იმ ქონებას, რაც გია გორგოშაძემ წაგვართვა! ეს დღეს იქნება, თუ ერთი წლის შემდეგ, ამას ვნახავთ, მაგრამ ” კეისარს კეისრისა” აუცილებლად მიეგება! ეს ჩვენი, დირექტორთა საბჭოს დევიზია!“ – ნათქვამია განცხადებაში. დირექტორთა საბჭოს წევრები ირწმუნებიან, რომ გარდა იმისა, რომ 21 მარტის აქციას აფინანსებს და თან მიტინგზე წასვლას ავალებს 50 კაცს, ოღონდ აფრთხილებს, რომ არ გაამხილონ თავისი ვინაობა და სამუშაო ადგილი. გარდა აღნიშნული დანაშაულებისა, სერიოზული პრობლემები ჰქონია თურქ პარტნიორებთან. ,,ისინი სერიოზულ მოთამაშეს ეძახიან, მისი ოთახიდან კი მათი მისამართით წივილკივილი და ლანძღვა ისმის, ის თურქებსაც ატყუებს და მერე ისინი ჩხუბით ურეკავენ. ერთმა თურქმა ისიც კი უთხრა: “ყურებს მოგაჭამ”, სარკეში რომ ჩაიხედო, მიხვდე, რა დააშავეო… მოკლედ, გია გორგოშაძეს ან თურქი მოაჭამს ყურებს, ან „ნაციონალებთან“ თამაშის გამო დაიჭერენ, ხოლო „ნაცები“ აუცილებლად ამოალპობენ ციხეში, თუ დაბრუნდნენ! 21 მარტის მიტინგზე თანამშრომლებს უშვებს, თვითონ კი თურქეთში გეგმავს წასვლას, ვითომ აქ არაფერი ყოფილა… ან არაფერი გაუფუჭებია…“, – აღნიშნავენ დირექტორთა საბჭოში.