ლადო სადღობელაშვილი სკანდალური განცხადების გაკეთებას აპირებს

ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ერთ- ერთი ლიდერი და დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი, დღეს, 20:00 საათზე გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გასაჯაროვებულ აუდიომასალასთან დაკავშირებით ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში სკანდალურ განცხადებას. აღნიშნულ ინფორმაციას „თავისუფალი თაობის“პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ“ აუდიოჩანაწერი გაავრცელა. პარტიის ინფორმაციით, “თავისუფალი თაობის” ლიდერის ლადო სადღობელაშვილისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დიალოგი, საპატრულო პოლიციის მანქანაშია ჩაწერილი. აუდიომასალიდან ირკვევა, რომ სადღობელაშვილი მის მიერ დაგეგმილი აქციების შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციას უთანხმებს, პატრულის კითხვაზე – შეთანხმებულია თუ არა ეს აქციები, სადღობელაშვილი პასუხობს – “ჩვენი არსებობაა შეთანხმებული.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები