პრემიერმა შს მინისტრს მიმართა, რომ ნებისმიერი პროვოკაცია დაუყოვნებლივ აღიკვეთოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს აღმაშფოთებლად მიიჩნევს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, გამოიკვეთა, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომელსაც, სამწუხაროდ, მოქალაქეებმა აგრესიულად უპასუხეს.
„მე მესმის მათი შეშფოთების და გაბრაზების მიზეზი – ის, რომ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ წინა ხელისუფლებას, დღესაც ბედავენ და იცავენ იმ მკვლელებს და სადისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში აწიოკებდნენ სამეგრელოს რეგიონს. მაგრამ, მინდა მოვუწოდო ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვინაიდან ამგვარი ქმედებებით, მშვიდობიანი მოქალაქეები ხელს უწყობენ ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურებას. ისინი ჩაგრულად მოაჩვენებენ თავს მთელს მსოფლიოს და ამით ქვეყანა ზარალდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ აღიკვეთოს ნებისმიერი პროვოკაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები