ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური ასპინძაში განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაბა ასპინძაში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნიან. ღონისძიება ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.
შსს-ს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილეს მიულოცავენ და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ. საზეიმო ცერემონიას ასევე დაესწრებიან: შს მინისტრის მოადგილეები, უწყების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობის წევრები, ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პოლიციის სპეციალური საბრძოლო აღჭურვილობა და სამხედრო ტექნიკა.