პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში გუშინ მომხდარი ინციდენტი დაგმო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი დაგმო და განაცხადა, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები საზოგადოების განვითარებასა და ქვეყნის წინსვლას აფერხებს.
“კატეგორიულად ვგმობ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რომელსაც მოჰყვა დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვენს მოქალაქეებს შორის. ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება – დაიძაბოს ვითარება ქვეყანაში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია და პროვოკაციულია ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ცდილობს, საბოლოოდ დაძლიოს და თანდათან გამოვიდეს იმ მძიმე წარსულიდან, რომელმაც თავისი კვალი დაატყო თითოეულ ჩვენგანს. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, მომავლისკენ ვიყუროთ და ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობაზე ვიზრუნოთ, ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული მოქმედება კი აფერხებს საზოგადოების განვითარებას და ქვეყნის წინსვლას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ყველა სამართალდამრღვევი აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ, ზუგდიდში “ქართულ ოცნებასა” და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მომხდარი დაპირისპირებაზე საქმე სისხლის სამართლის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები