„ქართული ოცნება“ დოკუმენტური ფილმის – „სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა“ არასრულწლოვანთათვის ჩვენების გამო შეშფოთებულია

პარტია „ქართული ოცნება“ დოკუმენტური ფილმის „სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა“ არასრულწლოვანთათვის ჩვენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოთქვამს შეშფოთებას “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი შემზარავი კადრების შემცველი დოკუმენტური ფილმის არასრულწლოვანთათვის ჩვენების გამო. მოვუწოდებთ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ მომხდარი, გამოავლინონ პასუხისმგებელი პირები და მიიღონ ყველა ზომა, რათა მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ფაქტები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები