მურმან დუმბაძე თავდაცვის მიზნით იარაღს ყიდულობს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, თავდაცვის მიზნით, იარაღს ყიდულობს. ამის შესახებ განცხადება მან საკუთარ სახლში, მედეა ვასაძესთან და ჯემალ ფუტკარაძესთან ერთად გააკეთა. მისი განმარტებით, რადგანაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს მისი და მისი ოჯახის დაცვას, ამიტომ იძულებილია, თავად დაიცვას საკუთარი თავი.
“არც გამსახურდიას, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და არც რეგიონში ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს არ მომხდარა ოჯახზე, საკუთრებაზე და ცოლ-შვილზე თავდასმის დაანონსება. ახლა კი, “თავისუფალი თაობის” ოჯახებში შემოჭრით გვემუქრება და ხელისუფლება ამის წინააღმდეგ არაფერს აკეთებს. საქართველო მხოლოდ კონსტიტუციური ქვეყანა არ არის, ეს არის კონსტიტუციურ-მორალისტური ერთობლიობა, ამიტომ მე არავის მივცემ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას. მე, როგორც პარლამენტის წევრს, მაქვს უფლება, ვატარო იარაღი და დავიცვა საკუთარი ოჯახი. სწორედ ამ უფლებას გამოვიყენებ”, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
დუმბაძემ დაგმო “თავისუფალი თაობის” წევრების მიერ დეპუტატებზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთების დაანონსება და ხელისუფლებას მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები