რა მოატყუა მაყურებელს “რუსთავი 2”-მა?

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ზე გასულ რეპორტაჟს იმის შესახებ, რომ თითქოს ფოთის თეატრში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დოკუმენტური ფილმის სანახავად სკოლის მოსწავლეები ძალის გამოყენებით მიიყვანა, სიმართლეს არ შეეფერება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge წერს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, მათ რედაქციას ერთ-ერთმა “მოქალაქე ჟურნალისტმა” პროექტის ფარგლებში ფოტომასალა გაუგზავნა. ფოტოზე ასახულია ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე ბექა (ვაჟა) ყარალაშვილი, რომელმაც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2″-ს ინტერვიუ მისცა. ყარალაშვილის განცხადებით, ის ფოთის თეატრში დოკუმენტური ფილმის სანახავად მოტყუებით მიიყვანეს.
„მოქალაქე ჟურნალისტის” მიერ გამოგზავნილი მასალების თანახმად, ბექა (ვაჟა) ყარალაშვილი სინამდვილეში “თავისუფალი ზონის” წევრია, რომელმაც “რუსთავი 2″-ის „შოუში“ „ზონის“ დავალებით მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად საინფორმაციო სააგენტო smo.ge აქვეყნებს იმ ფოტოებს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ფოთიდან მიიღო.
ცნობისათვის, ბექა (ვაჟა) ყარალაშვილი ფოთის მერვე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. აღნიშნული სკოლის დირექციის განცხადებით, მათ სკოლიდან ფოთის თეატრში იძულებითა და მოტყუებით არავინ წაუყვანიათ.

11050976_353694291503427_583159582_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები