სამეგრელოს ვიცე-გუბერნატორი: ზუგდიდში გამართულ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია
სამეგრელოს ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს. ეს განცხადება სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ “კურიერთან” საუბრისას გააკეთა. ქანთარია მოუწოდებს ოპონენტებს, შეწყვიტონ სიცრუის ტირაჟირება.
“ის ადამიანი, რომელზეც ამბობენ, რომ თითქოსდა, მე ვიყავი, არის ლაშა გვასალია, რომელიც საზოგადოებრივი დარბაზის წევრი და აქციის ორგანიზატორია”, – აცხადებს ქანთარია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ანი ნადარეიშვილის ოფისები დაარბიეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.