რიჩარდ ნორლანდი: ძალადობა საქართველოს ხეირს ვერ მოუტანს

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი გუშინ ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალადობით საქაერთველო ვერ იხეირებს.
“ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ძალადობა ხეირს ვერავის მოუტანს. შეშფოთებული ვარ გუშინდელი ფაქტით. საკუთარი თავი ორივე პარტიამ უნდა აკონტროლოს. ჩვენ ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას “, – განაცხადა ნორლანდმა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ზუგდიდში, “ქართული ოცნების” აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 21 მარტს დაგეგმილი “ნაციონალური მოძრაობის” აქცია გააპროტესტეს. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები