მიხეილ ხუბუტია: პუტინი რუსეთშია და ჯანმრთელია
ნეტავ ისეთი ჯანმრთელი მე ვიყო, როგორიც ბატონი პუტინია, – ამის შესახებ “რუსეთში ქართველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მიხეილ ხუბუტიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა, „იმედის კვირაში“ რუსეთის პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის ტერიტორიაზეა და ნეტავ ისეთი ჯანმრთელი მე ვიყო, როგორიც ბატონი პუტინია. შეიძლება მის საშინაო დავალებას ასრულებს და საოჯახო საქმეებს აგვარებს. არც იმის შესახებ მაქვს ინფორმაცია გაუჩნდა თუ არა ბავშვი“, – განაცხადა მიხეილ ხუბუტიამ.