ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ გვემუქრება ძალიან დიდი და სასიხარულო ეკონომიკური ზრდა
ჩვენ გვემუქრება ძალიან დიდი და სასიხარულო ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში “კვირის 20/30” სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ეკონომიკა მზარდი ტემპებით გაიზარდოს და ეს ძალიან სწრაფად მოხდება.
“დაველოდოთ მოვლენებს და კიდევ ერთხელ ვარწმუნებ მოსახლეობას – განეწყვეთ ოპტიმიზმით! ჩვენ გველოდება, თუ გნებავთ, გვემუქრება, ძალიან დიდი და ძალიან სასიხარულო ეკონომიკის ზრდა. განწირული ვართ იმისათვის, რომ ჩვენ აუცილებლად წარმატებულ ქვეყნად დავრეგისტრირდეთ და დავბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე შეფასებით, ის პირობები, რაც შექმნილია ეკონომიკური ზრდისთვის საქართველოში, შედეგს აუცილებლად გამოიღებს.