ბიძინა ივანიშვილი: ეკონომიკა შესაძლოა, არნახული ტემპებით განვითარდეს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული ღირებულებებით საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნების მიმართ, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპის განივითარებულ ქვეყნებს 10-15-ჯერ ჩამორჩება. ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემაში „20/30“ ისაუბრა.
„დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით საქართველოს დღევანდელი დონე აბსოლიტურად კონკურენტუნარიანია ყველაზე კარგ, განვითარებულ ქვეყნებთანაც კი გარკვეული ღირებულებებით, მაგრამ ეკონომიკა, რაც დემოკრატიული ქვეყნის არანაკლებ ძვირფასი ღირებულებაა, 10-15-ჯერ ჩამორჩება. შედარებაც კი არ შეიძლება“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები საკმაოდ მაღალია, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და ამ პირობებში „ეკონომიკა შეიძლება, არნახული ტემპებით განვითარდეს“.