ელისო ჩაფიძე: ჩვენ გამოძიების კომპეტენციაში ჩარევის უფლება აღარ გვაქვს

ჩვენ აღარ გვაქვს უფლება ჩავერიოთ გამოძიების კომპეტენციაში, ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება ნამდვილად არის დამოუკიდებელი, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღნიშნავენ, – ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარტია საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ელისო ჩაფიძის თქმით, ხალხი დიდი ხანია სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და დღევანდელი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის პირობებში, ხელისუფლება ვერც ერთ სასამართლო პროცესში ვერ ჩაერევა. „ჩვენ აღარ გვაქვს უფლება ჩავერიოთ გამოძიების კომპეტენციაში.
თან, რამდენადაც მე ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზეა საუბარი. ეს არის 7 ნოემბრის აქციის დარბევა, რომელსაც ჰყავს თავისი კონკრეტული დაზარალებულები და საზოგადოება დიდი ხანია უკვე, რაც ჩვენგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ჩვენს ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება ნამდვილად არის დამოუკიდებელი, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღნიშნავენ“,- განაცხადა ელისო ჩაფიძემ. თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გიგი უგულავამ და მისმა მხარდამჭერმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად დატოვეს, რის შემდეგაც პარტიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები