გიგი უგულავამ მოსამართლეს კონსტიტუციაზე მოძალადე უწოდა
თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ მოსამართლეს კონსტიტუციაზე მოძალადე უწოდა. თავად სასამართლო პროცესს კი ფარსი.
“შაბათი და კვირა სპეციალურად იყო შერჩეული, ვიცით როგორ შემოიტანეს სპეციალურად შუამდგომლობები, რომ პირადად თქვენთან მოხვედრილიყო ეს საქმე. მივიღე გადაწყვეტილება, რომ საერთო სასამართლოებში გამართულ არცერთ სხდომაზე არ მივიღო მონაწილეობა, ვინაიდან ეს არის ფარსი, ამას ქვია კონსტიტუციის გაუპატიურება. ალბათ თქვენ ლოგიკას სწავლობდით, ბატონო მოსამართლევ. კონსტიტუციაში წერია, რომ ბრალდებული არ შეიძლება 9 თვეზე მეტ ხანს იყოს პატიმრობაში. მეც ვარ ბრალდებული, ამიტომ არ შეიძლება 9 თვეზე მეტ ხანს ვიყო პატიმრობაში, ამიტომ თქვენ ძალადობთ კონსტიტუციაზე. მე ასეთი ქვეყნისთვის არ მიბრძოლია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. აღნიშნული პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ემსჯელათ. საქმის განხილვა 12:30 საათზე დაიწყო.