დავით ბერძენიშვილი: 7 ნოემბერთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება აქამდე უნდა გვცოდნოდა
“რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ დადგა აქამდე სასამართლო განაჩენი 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით. როგორც უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქმედებები იყო თუ არა დანაშაულებრივი, აქადეც უნდა გამოკვეთილიყო.
„მე იმედი მაქვს, რომ 7 ნოემბერთან დაკავშირებით პროკურატურას საქმე ექნება სერიოზულად შესწავლილი. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ წუხილს, რომ ამდენი ხნის, ორწელიწადნახევრის განმავლობაში 7 ნოემბერთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელების ქმედებების ბრალეულობა იყო თუ არა, უკვე უნდა გვცოდნოდა სასამართლოს გადაწყვეტილება ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.