საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესუბლიკის პრეზიდენტს აბდულა გიულის ტელეფონით ესაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს და შავი ზღვის აკვატორიაზე ამ პროცესების გავლენის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტრიული მთლიანობის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ყურადღება კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე გაამახვილეს. ლიდერებმა ასევე უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნია ის ფუნქცია, რომელიც თურქეთმა აიღო ამ კრიზისის განმუხტვისათვის. საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის მაისში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზეც ისაუბრეს, რომელზეც კიდევ ერთხელ განიხილება სახელმწიფოთაშორისი პროექტების განხორციელებისა და რეგიონში სტაბილურობის საკითხები. საუბრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კომუნიკაციას მომავალშიც გააგრძელებენ.