გადაცემა “2030”-ის პირველი სტუმარი ბიძინა ივანიშვილი იქნება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, “საზოგადოება “2030”-ის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული სატელევიზიო პროექტ „2030“-ის პირველი გადაცემა ეთერში დღეს გავა.
გადაცემა “2030”-ის პირველი სტუმარი თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება.
გადაცემა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში 20:30 საათზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია წაიყვანს.
როგორც მან “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, პროექტი ეთერში ყოველ სამუშაო დღეს გავა და მას ჟურნალისტი მაკა ცინცაძე გაუძღვება, კვირა დღეს კი შემაჯამებელ გადაცემას თავად წაიყვანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები