პიკასოს “ფიროსმანი” ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

15 მარტს ხელოვნების სასახლეში ესპანელი მხატვრისა და სკულპტორის პაბლო რუის ი პიკასოს მიერ 1972 წელს შექმნილი ფიროსმანის უნიკალური გრაფიკული პორტრეტი გამოიფინება. მასთან ერთად ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მირზაანში მდებარე ნიკო ფიროსმანიშვილის სახლ-მუზეუმში დაცული ფიროსმანის 15 ორიგინალი. მირზაანის აღნიშნული კოლექცია, თბილისში 1978 წლის შემდეგ პირველად იფინება. ხელოვნების სასახლეში ასევე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული ფიროსმანის პერსონალური გამოფენების აფიშები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები