ალექსანდრე ჭიკაიძე საერთაშორისო კონფერენციას გახსნის
თბილისში დღეს რეგიონული კონფერენცია “ქალები პოლიციაში” გაიხსნება. კონფერენცია ყოველი წლის მარტში საქართველოში იმართება და სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას და ქალის როლის წარმოჩენას პოლიციაში ემსახურება. ღონისძიების გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი და INL-ის წარმომადგენელი მაიკლ ტერნერი გამოვლენ. ღონისძიებას დაესწრებიან ქართველი პოლიციელი ქალები და მათი კოლეგები მოლდოვადან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან. კონფერენცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცველებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება. ღონისძიება სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” დღეს, 10:00 საათზე გაიხსნება და 6 მარტს დასრულდება.