კახა კალაძე “ენგურჰესთან” დაკავშირებით აფხაზური მხარის წარმომადგენლებს შეხვდა
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა. როგორც აფხაზური მედია წერს, შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მისი მოადგილეები – ილია ელოშვილი, მარიამ ვალიშვილი და საქართველოს ენერგოსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე. აფხაზური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი ვიქტორ ხილჩევსკი, “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორი ასლან ბასარია, ე.წ. დეპუტატი ახრა ბჟანია, გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარია. აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ”ენგურჰესის” რეაბილიტაციის საკითხი განიხილეს.