“ბათუმი თაუერი“ გაიყიდა – შენობაში სასტუმრო განთავსდება
“ბათუმი თაუერი” დეველოპერულმა კომპანია “რედ კომ” 25 მილიონ დოლარად შეიძინა. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დახურულ აუქციონზე “ბათუმი თაუერის” ყიდვის მსურველი მხოლოდ კომპანია “რედ კო” იყო, შესაბამისად, ობიექტის მფლობელი ის გახდა.
აღნიშნული თანხის ნაწილი კომპანიამ უკვე გადაიხადა. საინვესტიციო პირობების თანახმად, “ბათუმი თაუერის” შენობაში სასტუმრო განთავსდება.