დადგება თუ არა რომელიმე გუბერნატორის, ან გამგებლის პასუხისმგებლობის საკითხი – ხადურის კომენტარი
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური არ აკონკრეტებს, დადგება თუ არა რომელიმე გუბერნატორის ან გამგებლის თანამდებობრივი პასუხიმგებლობის საკითხი. ხადურმა ჟურნალისტების კითხვა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, სადაც პრემიერ-მინისტრი მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და გუბერნატორებს ხვდება, უპასუხოდ დატოვა.
“ჩვენ, მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ერთმანეთს გავუცვლით ინფორმაციებს. ვნახავთ, რა რეალობაა ადგილებზე ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში, დანარჩენი შეხვედრის დროს გამოჩნდება”, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.