ნიუ-ჯერსიში ავტოავარიის შედეგად დაღუპულ ქართველ კურსანტებს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

ამერიკაში, ნიუ-ჯერსიში ავტოავარიის შედეგად დაღუპულ ქართველ კურსანტებს საქართველოში ხვალ, 18:00 საათზე ჩამოასვენებენ.
აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის კურსანტებს საკუთარ ქვეყანაში აკადემიის დელეგაციის თანხლებით ჩამოასვენებენ, რომელშიც აკადემიის რექტორი კონტრადმირალიც იქნება.
შეგახსენებთ, რომ რიგითი სოსო მაკარიძე და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე 7 მარტს ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები