უფლებადამცველმა ცესკოს ფარული გარიგებების შესახებ სკანდალური დოკუმენტაცია გაასაჯაროვა
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული ფარული გარიგებების შესახებ ისაუბრა და ინტერესთა კონფლიქტის ამსახველი სკანდალური დოკუმენტები გაასაჯაროვა.
ადამაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ კვლევებიდან დადგინდა, რომ 2010 წლიდან 2014 წლამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოცხადებულ საკონკურსო გრანტებს, რომელიც ცესკოს კომისიის მიერ იქნა გადაწყვეტილი სამოქალაქო სექტორთან მიმართებაში, გარკვეულ გადაცდომებს და კანონდარღვევებს ჰქონდა ადგილი, კერძოდ:
1) ზურაბ ლუაშვილი – დღემდე მუშაობს – ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრში სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსად. დააარსა 2 არასამთავრობო ორგანიზაცია: 1) საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი; 2) სახელმწიფოს ტერიტორიულ ადმინისტრაციული მოწყობის სტრატეგიული კვლევითი ცენტრი. თანამშრომლები: გიორგი დიდიძე – რომელსაც პარალელურად დაარსებული აქვს – არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების კვლევითი ცენტრი“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელიც 2013 წლამდე მუშაობდა:
1) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსად; იყო კომისიის მდივანი. 2) ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენერი; 3) სახელმწიფოს ტერიტორიული ადმინისტრაციული მოწყობის სტრატეგიული კვლევივითი ცენტრი – ტრენერი. სერგო გვეხიძე – პარალელურად მუშაობენ – რეგიონული განვითარების სამინისტროში; ლუაშვილის ორგანიზაციებს 2012 წელს გრანტის სახით 11 პროექტიდან სულ მიღებული აქვს 437 165 ლარი;
2) ირაკლი ებანოიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ლუაშვილის ორგანიზაციაში არის პროექტების მონაწილედ, რომელსაც აქვს ცალკე ორგანიზაცია შექმნილი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „მომავლის არჩევანი“, რომელსაც 2014 წელს 2 პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიღებული აქვს 61 750 ლარი.
3) ზურაბ ხრიკაძე – დღემდე მუშაობს – ცესკოში, გადაწყვეტილებების მიმღები პირი პროექტების დაფინანსებაზე; საგრანტო კომისიის წევრი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „ინტერნიუსი – საქართველო“, რომელსაც 2014 წელსგრანტის სახით მიღებული აქვს 59 997 ლარი.
4) გიორგი შარაბიძე – დღემდე მუშაობს – ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“, რომელსაც 3 პროექტის ფარგლებში 2013-2014 წელს გრანტის სახით მიღებული აქვს 132 355 ლარი.
5) ანა თარხნიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი / ცესკოს ყოფილი თავჯდომარის – ლევან თარხნიშვილის ცოლი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „ბი-სი-ჯი კვლევა“, რომელსაც 2013 წელს გრანტის სახით მიღებული აქვს 59 200 ლარი.
6) ბესიკ დონაძე – ისნის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე (ინტერესთა კონფლიქტი). დაარსებული აქვს ორგანიზაცია „დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოგადოება“. გამგეობის წევრი: 1) ლაშა მელაძე (რომელიც 2014 წლამდე იყო საბურთალოს რაიონის გამგეობაში, სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი). 2) დავით ჯინჯოლავა – პარლამენტში საპროცედურო კომიტეტის მთავარი სპეციალისტი; 3) ზურაბ ლუაშვილი – ცესკოს სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი. 4) ნანა ბღარაშვილი – სასჯელაღსრულების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი. ორგანიზაციას 2012 წელს 2 პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიღებული აქვს 59 800 ლარი.
7) ნანა ბღარაშვილი – „ნაცმოძრაობის“ წევრი / სააკაშვილის კანდიდატი ცესკოს წევრობის თანამდებობაზე / დღემდე მუშაობს – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა სამართლებრივი არჩევნები“, რომელსაც 2013 წელს 2 პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიღებული აქვს 69 923 ლარი.
8) თეა თუთბერიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი (ზურაბ ხარატიშვილი/ყოფილი დეპუტატი „ნაციონალებიდან“ ამ ორგანიზაციამ წარადგინა ცსკ-ოს თავჯდომარის კანდიდატურაზე). დაარსებული აქვს ორგანიზაცია „ფონდი – ALPE“, რომელსაც 2013 წელს გრანტის სახით მიღებული აქვს 24 140 ლარი.
9) გიგა ნასარიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „ახალი ხედვა საქართველო“, რომელსაც 2011-2012 წლებში 3 პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიღებული აქვს 124 525 ლარი.
10) შმაგი ჩოხელი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი / კმარას წევრი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“, რომელსაც 2012-2013 წელს 2 პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიღებული აქვს 29 930 ლარი.
11) გიორგი მესხელი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი / ამირან მესხელის ძმა. მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ძმა. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“, რომელსაც 2014 წელს გრანტის სახით მიღებული აქვს 50 970 ლარი.
12) თამარ კინწურაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. 1) საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, რომელიც ლევან თარხნიშვილმა წარადგინა; 2) საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი; 3) გიგა ბოკერიას – უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
გამგეობის წევრი: ხათუნა კვესელავა- რომელიც პარალელურად მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“, რომელსაც 2 პროექტის ფარგლებში 2014 წელს გრანტის სახით მიღებული აქვს 101 165 ლარი.
13) ლევან გაბრიჩიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი/პაატა დავითაიას პარტიის წევრი. დაარსებული აქვს 2 ორგანიზაცია 1) „ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევნები“; 2) „ევროპულ დემოკრატიული ცენტრი“, რომელსაც 2013 წელს 4 პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიღებული აქვს 95 101 ლარი.
14) ლეილა სულეიმანოვა – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“, რომელსაც 3 პროექტის ფარგლებში 2014 წელს გრანტის სახით მიღებული აქვს 69 843 ლარი.
15) ლაშა ფარულავა – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი“, რომელსაც 2014 წელს 2 პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიღებული აქვს 52 900 ლარი.
16) ვლადიმერ მენაბდე – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი / გაზეთ „გურიის მოამბის“ რედაქტორი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო“, რომელსაც 2014 წელს გრანტის სახით მიღებული აქვს 21 910 ლარი.
უფლებადამცველმა აღნიშნულ საკითხზე და მედიასთან გამოქვეყნებულ საჯარო რეესტრიდან ამოღებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე სამართალდამცავ უწყებებს რეაგირება და საარჩევნო სისტემების განვითარებისა და სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით მოკვლევის დაწყება სთხოვა. „მივმართავ სამართალდამცავ უწყებებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და დაიწყონ მოკვლევა საარჩევნო
სისტემების განვითარებისა და სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არ შეიძლება განკარგონ პირადი ინტერესებით“,- აღნიშნა გურამ ადამაშვილმა.