საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.  საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და მათი უზრუნველყოფის მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შესახებ. უკრაინელი სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებით.
უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი -კავკასიური სახლის“ პროექტის „უკრაინა -კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები