დავით კირკიტაძე: ერთადერთი შეკითხვა დამისვეს მხოლოდ

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უკვე დატოვა. დაკითხვის შემდეგ დავით კირკიტაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
„ნაცვლად იმისა, რომ აკეთებდნენ საქმეს და ქვეყანა გამოჰყავდეთ იმ მძიმე მდგომარეობიდან, რაშიც თვითონ შეიყვანეს, დაკავებულები არიან სისულელით, კომფორტის მოწყობით და მაღალი პრემიების მიღებით. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, ერთადერთი შეკითხვა დამისვეს მხოლოდ – ვცნობდი თუ არა თავს დამნაშავედ. ჩემ მიმართ წაყენებული ბრალი სიყალბეზე დაფუძნებულია და თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ.
დაკითხვიდან ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით გამოვედი, იმის გამო, რომ ეს ადამიანები ნამდვილად არ ფიქრობენ საქართველოს მოსახლეობაზე. ეს სახელმწიფო სტრუქტურა გადასულია პოლიტიკურ დევნაზე. ეს არის რეალობა და 21-ში ყველას ვეპატიჟები აქციაზე, რათა შევცვალოთ ეს ადამიანები”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ყოფილ გუბერნატორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ბრალის წარდგენის დროს, კირკიტაძე აშშ-ში იმყოფებოდა. მას სასამართლომ 10 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები