პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრა დავით საგანელიძის თხოვნით გადაიდო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის, თინათინ მჟავანაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრებთან პრეზიდენტის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის თხოვნით გადაიდო. როგორც მჟავანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგანელიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული თხოვნით დაუკავშირდა.
“ცოტა ხნის წინ უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომლის თხოვნითაც გადაიდო აღნიშნული შეხვედრა. მიზეზებს ვერ გეტყვით, ჩემთვის უცნობია”, – აღნიშნა თინათინ მჟავანაძემ.