გიგი წერეთელი: საზოგადოებამ უნდა გაიგოს, ვინ რა პროცესებზეა პასუხისმგებელი

კარგია თუ სხდომა ღია დებატებით იქნება, ეს საზოგადოების ინტერესებია, ამიტომ ეს ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტში საგანგებო რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გიგი წერეთლის თქმით, სხდომაზე უნდა იყოს ღია დებატები და დებატების არავის არ უნდა ეშინოდეს, ვინაიდან ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ რა პროცესებზეა პასუხისმგებელი. როგორც წერეთელი აღნიშნავს, ხელისუფლებას არ ესმის სხდომაზე ღია დებატების აუცილებლობა.
„კარგია, თუ სხდომა იქნება, ჩვენ სწორედ ამას ვითხოვდით. საზოგადოებას ახსოვს, რომ სხდომა დაინიშნა, მაგრამ ხელისუფლებისა და უმრავლესობის წარმომადგენლებმა ჩააგდეს. თუ იქნება დებატები, მე მგონი, ამის არავის უნდა ეშინოდეს. ხალხს სჭირდება განამრტებები: ვინ არის პასუხისმგებელი, რა იქნება ხვალ, რა პროცესები გვაქვს დღეს. ეს ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას ამდენი არ ესმის, რომ სწორედ ღია დებატები უნდა იყოს ამ საკითხზე“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები